„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ლანჩხუთში, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარედ რამდენიმე დღის წინ მეორეული ტანსაცმლის მაღაზია გაიქურდა.
წყაროს ცნობით, დამნაშავეები ცენტრის შენობაზე დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა დააფიქსირა და შესაბამისად, მათი იდენტიფიცირებაც მალევე მოხერხდა.
მაღაზიიდან, დაახლოებით, 1000 ლარის ღირებულების საქონელია წაღებული. შსს პრესსამსახურის ცნობით, საქმეზე მხილებულია 2 პირი, ნაქურდალი ნივთმტკიცებად ამოღებულია. საქმე მიმდინარეობს 177 მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.