ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ტვიტერით” მიულოცა:
„ვულოცავ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის
საქართველო მხარს უჭერს უკრაინის მშვიდობიან და დემოკრატიულ გადაწყვეტილებას“, – წერს მამუკა ბახტაძე.
უკრაინაში ბიულეტენების 85 პროცენტი უკვე დათვლილია, რომლის შედეგებითაც ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,20 პროცენტი აქვს.
ამავე მონაცემებით, პეტრო პოროშენკომ 24,46 პროცენტი მიიღო.