20 -21 აპრილს ქ. ბაქოში კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
ტურნირში ხუთი ქვეყანა, მათ შორის საქართველოს კიკბოქსინგის ნაკრები გუნდი იღებდა მონაეილეობას.
აღნიშნულ შეჯიბრში , 65 კგ. წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა კიკბოქსინგის სექციის მწვრთნელმა და მოქმედმა სპორტსმენმა, ლაშა ჭეფხოძემ და ასპარეზობიდან ოქროს მედალი წამოიღო.
საქართველოს კიკბოქსინგის ნაკრებმა გუნდმა ჯამში შეჯიბრზე რვა ოქროს მედალი მოიპოვა.