ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული მცენარის სარგებლობის შესახებ, ალბათ, ყველას გაუგონია, მაგრამ, ცოტამ თუ იცის მისი სამკურნალო თვისებების შესახებ.
თუ თავი აგტკივდათ, არ იჩქაროთ წამლების დალევა. უმჯობესია, პიტნიანი ჩაი მიირთვათ – ტკივილი მალე გაგივლით.
სხვა მწვანილებთან ერთად, აუცილებლად გამოიყენეთ პიტნა სალათებში, სოუსებსა და სუპებში. ამით, გარდა იმისა, რომ კერძებს გააგემრიელებთ, მოგეხსენებათ დაძაბულობა და გაღიზიანება.
მასაჟის გაკეთების დროს, სპეციალურ ზეთს შეურიეთ პიტნის ნაყენი და მთელ ტანზე შეიზილეთ. ეფექტს მაშინვე იგრძნობთ – დაღლილობა და მოთენთილობა თვალსა და ხელს შუა გაქრება.
პიტნის ნაყენით სახის გაწმენდა ან კომპრესი მისწრებაა კანისთვის – ის აახალგაზრდავებს მას და ხელს უშლის ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნას.