7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ქალმა თქვა, რომ მას ბავშვის მკვლელობით “ქმრის გამწარება” უნდოდა.
ოფიციალური ინფორმაციით კი, 21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. მამა ამბობს, რომ ამ დროს ბავშვის დედა სახლში უკვე აღარ იყო. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ კი ის თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: იმედინიუსი