პარლამენტის კინოდარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს საპენსიო რეფორმის შესახებ პრეზენტაცია ლევან სურგულაძემ წარუდგინა. ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ რეფორმაზე 100-მდე ადამიანმა იმსჯელა. დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ სიტყვით პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – აკაკი ზოიძეც გამოვიდა.
სტუდენტებმა საპენსიო სააგენტოს დირექტორს შეკითხვები დაუსვეს და მიიღეს ინფორმაცია რომ სამსახურის დაწყებისთანავე დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეები გახდებიან. ლევან სურგულაძემ აღნიშნა, რომ დაგროვებითი საპესიო რეფორმა გარდამტეხი მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის, და ბოლო წლებში მსგავსი მასშტაბის რეფორმა არ განხორციელებულა. დაგროვებითი საპენსიო სქემა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს და თითოეული მოქალაქე თავად უზრუნვეყოფს საპენსიო ასაკს.
,,ეს რეფორმა საქართველოში შექმნის კაპიტალის ბაზარს, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და განვითარდება საქართველოს ეკონომიკა”.(R)