გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო–პრო ჯორჯია“-ს აბონენტთა ნაწილს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ სხდომებზე მოქალაქეებს 42 946.68 ლარი ჩამოაწერა.
საჯარო სხდომებზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა, რომელთა უმრავლესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს. მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიების დადგენილებებს მოქალაქეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. სხდომებზე დავების უმრავლესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყდა.
კომისია შეახსენებს მომხმარებლებს, რომ თუ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მომხმარებლებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ კომისიის ქოლ ცენტრში, ნომერზე – 16216 ან ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით. (R)