3 ივნისს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, ირინა მილორავა სემეკის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშს წარადგენს.
ირინა მილორავა დეტალურად ისაუბრებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში 2018 წელს არსებულ ძირითად ტენდენციებზე, სემეკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, სატარიფო პოლიტიკაზე, მომსახურების ხარისხსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შემუშავებულ რეგულაციებზე.