“ძალიან მძიმე სანახავი იყო რაც მოხდა პარლამენტში. კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა მომხდარი ფაქტი” _ წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, უცილებლად უნდა დადგეს ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი:
“რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენიის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და მითუმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე? დროული პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას!” _ წერს ღარიბაშვილი.