რუსული ვერტმფრენი საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაზე არ გადმოფრენილა. სუსში აცხადებენ, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იფრინა.
„ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საკითხი მწვავედ დგება როგორც IPRM-ის, ისე ჟენევის ფორმატებში“ – აცხადებენ სუს-ში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საჰაერო სივრცე დაარღვია.