მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის აღდგენის მოთხოვნით ონლაინ პეტიცია შეიქმნა, რომლის ადრესატიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეა.
„მოვითხოვთ, შეჩერდეს სახელდახელო და გაუაზრებელი რეორგანიზაცია და მიეცეთ მწერლებს, ლიტერატორებსა და გამომცემლებს საკონსულტაციო პროცესში ჩართვის საშუალება!
მოვითხოვთ, რეორგანიზაციის პროცესში მწერალთა სახლისა და წიგნის ეროვნული ცენტრის სამსახურიდან უმიზეზოდ დათხოვნილი დირექტორების ჩართვას და მათთვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნას“, _ წერია პეტიციაში.
პეტიციის მიხედვით, საფრთხე ექმნება თბილისის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ შედევრს – დავით სარაჯიშვილისეულ სახლს მაჩაბლის 13-ში.
„დაუშვებლად მიგვაჩნია დიდი მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის მუზეუმის გაუქმება მისსავე სახლში!“, _ ნათქვამია პეტიციაში.