დალაი ლამა BBC-ისთან ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აკრიტიკებს.
„ტრამპს მორალური პრინციპების დეფიციტი აქვს. ერთ დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს სულ სხვას იძახის. როდესაც პრეზიდენტი გახდა, იძახდა, რომ ამერიკა პირველია. რაც არასწორია. ამერიკამ უნდა აიღოს გლობალური პასუხისმგებლობა.
რაც შეეხება ბრექსითს, დალაი ლამა ამბობს, რომ ევრო კავშირის სულის ერთ-ერთი თაყვანისმცემელია. მიგრანტები და ლტოლვილები კი ევროპის ქვეყნებმა უნდა მიიღონ და მათ განათლება მისცენ, რისი მიზანიც, საბოლოდ მათი მშობლიურ მიწაზე დაბრუნება იქნება.
ჟურნალისტის კითხვაზე უნდა დაიტოვოს თუ არა ევროპამ ის ადამიანები, თუ მათ დარჩენის სურვილი ექნებათ, დალაი ლამა პასუხობს, რომ შეზღუდული რაოდენობის დატოვება შესაძლებელია, მთელი ევროპა კი მუსულმანური ან აფრიკული ქვეყანა ვერ გახდება. შეუძლებელია.