“ხელისუფლება, რაც უფრო გაწელავს ზამბარას, მით მტკივნეულად მოხვდება ცხვირში”, _ ეს განცხადება ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გერმანიაში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ საქართველო დაბრუნებისას გააკეთა. უგულავას თქმით, ის მზად არის სამართალდამცველების კითხვებს პასუხი გასცეს, თუმცა მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. საქმე ეხება 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას.
„ნებისმიერი სცენარისთვის ვარ მზად, რაც უფრო მეტად სიცრუის მორევში გადაეშვება ხელისუფლება, რაც უფრო გაწელავს ზამბარას, მით მტკივნეულად მოხვდება ცხვირში. მზად ვარ დავიკითხო მაგისტრ მოსამართლესთან. მნიშვნელოვანია, რომ მივიდე და მოწმედ დავდგე, ვამხილო და სამართლებრივად დავამაგრო უბედურების ის მორევი რაც ვიხილე”, _ თქვა უგულავამ.