ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილიდან “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი” ნაწყვეტის ქართულად წაიკითხა.
“მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე: “ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია”, – ამბობდა ვაჟა”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
სიტყვით გამოსვლა დონალდ ტუსკმა ქართულ ენაზე დაასრულა: “დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს”, – განაცხადა ტუსკმა.