BBC-ის ინფორმაციით, ამერიკელი მეცნიერი საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბუნკერში მოკლული იპოვნეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მეცნიერი, რომელიც კუნძულზე კონფერენციაზე დასასწრებად იყო ჩასული და დაახლოებით 1 კვირის წინ გაუჩინარდა.
როგორც პოლიციაში ამბობენ, ის ასფიქსიით გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გაგუდვა გახდა, თუმცა, ტრავმის სხვა ნიშნები არ აღენიშნება.
გამოძიება ცდილობს დაადგინოს, 59 წლის სუზან ეატონი ბუნკერში მოკლეს თუ იქ შემდეგ მიიყვანეს.