ალაბამაში კაცი 5 არასრულწლოვან გოგოზე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს და 6 საუკუნით პატიმრობა მიუსაჯეს. აღნიშნულ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ერთ-ერთი გოგონას დედას მოსამართლემ მოუსმინა ბრალდებულისთვის 615 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
35 წლის რავენ სმიტმა დანაშაული აღიარა და ბოდიში მოიხადა.
მაუწყებლის ცნობით, ძალადობის მსხვერპლი გოგოები 16 წელს მიუღწეველნი არიან. მათ მშობლებს სჯერათ, რომ სმიტის მსხვერპლი კიდევ ბევრი გოგოა, თუმცა, მათ გამოჩენის ეშინიათ.