„მსხვერპლით დასრულდა ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თამაშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სიმაღლიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა. მეხანძრე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილი მეხანძრე, 51 წლის გელა მიქელაძეა. იგი წლების ცხოვრება სახანძროში მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი ქალიშვილი დარჩა, ხოლო 26 წლის ვაჟი სიმსივნით გარდაეცვალა.