“დაატოვებინეს “პატრიოტთა ალიანსის” რიგები ამ კაცს მას მერე, რაც შეურაცხმყოფელი სტატუსი დაწერა ჩემზე. ირმა ინაშვილი _ ასე საჯაროდ გიხდი მადლობას დროული და ადეკვატური რეაგირებისთვის. ძალიან მახარებს თქვენი ასეთი სწრაფი რეაქცია”, – ეს პოსტი ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი შეურაცხყოფისთვის ხაშურის საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე სიმონიშვილი პარტიიდან გარიცხეს.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე სიმონიშვილმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ძუ*ნა უწოდა TV4-ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ, რომლითაც ტელეკომპანია აუდიტორიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის, ბოდიშის შესახებ აუწყებდა. მანამდე, ონიანმა სექსისტური კომენტარი დაწერა ინგა გრიგოლიასა და გიორგი გახარიას ინტერვიუს ქვეშ, თუმცა, თქვა, რომ სხვა ინგას გულისხმობდა.