გაეროს ინფორმაციით, ბოლო 10 დღის განმავლობაში სირიის ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ სკოლებზე, საავადმყოფოებზე, საცხობებზე და ბაზრებზე მიტანილი ავია იერიშების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 26 ბავშვია.
„ეს არის სამოქალაქო ობიექტები და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყველა თავდასხმა შემთხვევით მოხდა“,_ ამბობენ გაეროში.
სირიის მთავრობა და მისი მოკავშირე უარყოფენ სამოქალაქო პირების ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას.