უკრაინის ქალაქ ლვოვის რაიონ სოფელ ბოკერში მცხოვრებმა ვლადიმირ ბიჟიკმა 25 000 შამპანურის ბოთლით სახლი ააშენა.
ვლადიმირი ამ უჩვეულო სახლს 5 წლის განმავლობაში აგებდა. შამპანურის ბოთლებს კი ნელ ნელა აგროვებდა, ხშირად ყიდულობდა კიდეც.
ბიჟიკის თქმით სახლის მშენებლობა გაცილებით იაფი დაუჯდა, ვიდრე აგურით აშენების შემთხვევაში იქნებოდა. თანაც ზამთარში სახლი გაცილებით თბილია, ზაფხულში კი გრილია.