ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეს საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, ცნობილი ქორეოგრაფის, ნინო რამიშვილის სახელი მიენიჭა.
სასახლისთვის ნინო რამიშვილის სახელის მინიჭებას ადგილობრივებთან ერთად, ხელოვანები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.
უფრო მეტიც, 2016 წელს, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ მამალაძეს, საქართველოს კულტურის პალატის პრეიზდენტმა დავით ოქიტაშვილმა სპეციალური წერილიც კი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ “კარგი იქნება, თუ ჩოხატაურში ახალაშენებულ ხელოვნების სასახლეს ნინო რამიშვილის სახელი მიენიჭება”.
ამ ინიციატივას საკრებულოს თავმჯდომარეც უჭერდა მხარს _ ზაალ მამალაძე აღნიშნავდა, რომ თემაზე კონსულტაციებს მოსახლეობასთანაც გაივლიდნენ, რაც მოხდა კიდეც და ახლა, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეს ოფიციალურად აქვს მინიჭებული ნინო რამიშვილის სახელი, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანიდან იყო.