პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” ტელევიზიას აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას, პოლიტიკური ცენტრის წევრი, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ხვიჩიას ინფორმაციით, “გირჩი ტვ” რამდენიმე დღეში გავა ეთერში.
“დღე დღეზე გაეშვება გირჩი ტვ და გირჩის პროდუქტები გავა ტელევიზორში.
არსებულ პროდუქტებს (,,გირჩის აზრით”, ,,თავისუფალი ბაზარი”, ,,პროცესი” ) დაემატება რამდენიმე სხვა გადაცემაც, მათ შორის სპორტული გადაცემა”, – დაწერა ხვიჩიამ.
ხვიჩია ტვ სივრცეში გამოცდილების მქონე ადამიანებს დახმარების თხოვნით მიმართავს.
“აღმოჩნდა, რომ არც ერთს არ გვაქვს გამოცდილება და არც ცოდნა იმისა თუ როგორ უნდა ვესაუბროთ პოტენციურ სპონსორებს და რეკლამის შემკვეთებს. მოკლედ არ ვიცით, როგორ უნდა გავყიდოთ საეთერო დრო. გვინდა ადამიანი ან ადამიანები, რომლებსაც მსგავსი გამოცდილება აქვს და თან მოსწონს ასეთი საქმიანობა.
გამოცდილი ხალხისგან მივიღებთ რჩევებს, იმასთან დაკავშირებით, თუ რას მივაქციოთ ყურადღება და რა გავითვალისწინოთ ამ პროცესში”, – წერს იაგო ხვიჩია.