BBC-ის ინფორმაციით, ასტრონომებმა პლანეტა K2-18b-ზე, რომელიც დედამიწიდან 111 სინათლის წლით არის დაშორებული, წყალი აღმოაჩინეს.
ასტრონომების მტკიცებით, პლანეტის 50% შესაძლოა წყლით იყოს დაფარული.
კოსმოსური ტელესკოპებით 10 წელში იქნება შესაძლებელი იმის განსაზღვრა პლანეტაზე არსებობს თუ არა აირები, რომლებიც ცოცხალი ორგანიზმების მიერ წარმოიქმნება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით კი, ახალი პლანეტა დედამიწის ზომაზე 2-ჯერ მეტია და ტემპერატურა 0-სა და 40 გრადუსს შორისაა, რაც საკმარისია საიმისოდ, რომ იქ წყალი სითხის სახით არსებობდეს.