კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკის მეცნიერ-თანამშრომლებმა ჩაატარეს ფართო კვლევა, რომლის მიზანიც იყო გაერკვიათ თუ რა ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე ხელოვნური ვიტამინები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები.
მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქიმიურ დანამატებს არ შეუძლიათ სრულად შეცვალონ ვიტამინების ნატურალური წყარო და ჯანმრთელობას სერიოზული ზიანიც კი შეიძლება მიაყენონ.
მეცნიერების აზრით, ორგანიზმი სინთეტიკური ვიტამინების დიდ ნაწილს არ ითვისებს და აგროვებს. რის შედეგადაც „დალექილი“ ქიმია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევის და სერიოზული დაავადებების გამომწვევი მიზეზიც კი ხდება.
დანიელმა მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ირებენ სინთეტიკურ А და Е ვიტამინებს იმყოფებიან მეტი რისკის ქვეშ მოკვდნენ იმ ადამიანებზე ადრე, ვინც თავს არიდებდა ამ ხელოვნური დანამატების მიღებას. ასე, მაგალითად, ვიტამინი А ზრდის ადრეული სიკვდილის რისკს 16 %-ით, ბეტა კაროტინი – 7 %-ით, ვიტამინი Е – 4 %-ით.
მთავარი განსხვავება ხელოვნურ და ნატურალურ ვიტამინებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ ბუნებრივ ნივთიერებებს გააჩნიათ განსაკუთრებული სტრუქტურა, რისი წყალობითაც სასარგებლო კომპონენტებს ორგანიზმი სწორად ითვისებს.