იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც ცოლის საყვარელს ჭიქას მიუჭახუნებს ძალა ერთობაშიაო.
იმ კაცს გაუმარჯოს, მარანში რომ შეგიყვანს და ყავას დაგალევინებს.
იმ კაპიტანს გაუმარჯოს, რომელიც ღუზას ჯართში ჩააბარებს.
იმ კაცს გაუმარჯოს, ვინც სკაიპში ზარს გაუშვებს.
იმ დედას გაუმარჯოს, დილით ბავშვს ბაღში რომ მიიყვანს და მთელი დღე ძაღლს ასეირნებს.
იმ მეგრელს გაუმარჯოს, მცნება ” არ იცრუო” რომ არ დაურღვევია.
იმ არწივს გაუმარჯოს, ქათმის გრიპით რომ მოკვდება.
იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც ტყუპი ბიჭებიდან ერთს თავის გვარს მიცემს, მეორეს -ცოლისას, სიმამრს ბიჭი არ ჰყავდაო.