სალბი ( სამკურნალო მცენარე)
შორეულ აღმოსავლური კულტურის თანახმად, სალბის შეუძლია ნეგატიური ენერგიის განდევნა. რამდენად არის რეალობა ეს ფაქტი, მხოლოდ მაშინ მივხვდებით როდესაც ვცდით! როგორც შორეული აღმოსავლეთის კულტურის მატარებელი ბრძენკაცები გვირჩევენ, რეკომენდებულია მხოლოდ ერთი ტოტის დაწვა.
აკვარიუმი და თევზები
ცნობილი ფსიქოლოგების აზრით, აკვარიუმი და თევზები დევნიან უარყოფით ენერგიას. ამასთან, თუ აკვარიუმის დიზაინი ლამაზად არის აწყობილი, სტრესისგანაც თავისუფლდება ორგანიზმიც.
მზე, ზღვა და ცურვა
მეცნიერების აზრით ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს წელიწადის სეზონები. ზაფხულის თვეებში ადამიანი შედარებით პოზიტიურად გამოიყურება, ვიდრე ზამთარში. ანუ მზის გარეშე ცხოვრება ადამიანზე უარყოფითად მოქმედებს. რაც შეეხება ზღვის წყალს და ცურვას, ასევე ძალიან ბევრი დადებითი თვისებით გამოირჩევა. ზღვის წყალი, მზესთან გაერთიანებისას, ბევრ დაავადებას კურნავს.
ვარჯიში
თუ დილას ნეგატიური განწყობილებით გაიღვიძეთ, დაიწყეთ ვარჯიში. იოგაც კარგი იქნება. დახუჭეთ რამდენიმე წამით თვალები და შეიგრძენით თქვენი სხეულის ყველა მოქმედება, ათამაშეთ ფეხის თითის წვერები და იფიქრეთ ყველაზე კარგ მოვლენაზე, რაც თქვენ ცხოვრებაში გადაგხდენიათ. ამით აღმოფხრით ნეგატიურ ხასიათს.
მასაჟი
მასაჟი ამოქმედებს სხეულის ენერგეტიკულ არხებს, რაც ორგანიზმის განახლებაში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს. მასაჟი აგრეთვე აჩქარებს სისხლის მიმოქცევას.
ქსოვა
ქსოვა გონებას ამშვიდებს და სიბერესაც აგვიანებს. მეცნიერების მტკიცებით, ქსოვა ფსიქოლოგიური განხრითაც პოზიტიურად მოქმედებს ადამიანზე.
იოგა
ორგანიზმში დაგროვილი უარყოფითი ენერგიის განსადევნად იოგა საუკეთესო საშუალებაა. იოგის საშუალებით იცხოვრებთ უფრო პოზიტიურად, ვიდრე აქამდე.