ხურმა – ჩვენში დასავლეთ საქართველოში იზრდება. ის არა მხოლოდ გემრიელი ხილი, არამედ სასარგებლო ნივთიერებების საბადოა.
ხურმა იგი შეიცავს მცენარეულ ცილებს, ნახშირწყლებს (გულოკოზა და ფრუქტოზა), მცირე რაოდენობით ცხიმებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს C, А მიკროელემენტებს (კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, იოდს) იგი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია.
ეს ნაყოფი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად და მათი პრევენციის მიზნით.
მას შეუძლია განკურნოს ფილტვების სხვადასხვა სახის დაავადებები, ასევე თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები. აქვს შარდმდენი და მატონიზირებელი ეფექტი, რეკომენდირებულია ნერვული დარღვევების დროს, აძლირებეს მხედველობას. ხშირად აღნიშნავენ იმსაც, რომ ხურმის მოყვარულები დიდი ხანი ცოცხლობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ხილი ძალიან ტკბილია, რეკომენდირებულია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ.
გარდა ამისა, თუ დილით ქრონიკულ დაღლილობას გრძნობთ, მაშინ უბრალოდ უნდა მიირთვათ ხურმა! იგი ზრდის გონებრივ კონცენტრაციას და შეგმატებთ ენერგიას!