რა იყო ის საიდუმლო, რომლის მეშვეობითაც ცნობილი ამერიკელი მსახიობი მერილინ მონრო მუდამ მიმზიდველად გამოიყურებოდა?
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვარსკვლავმა თავისი საიდუმლო გაამხილა – ინფორმაცია კვების რაციონის შესახებ.
მისი რაციონი თანამედროვე დიეტოლოგებმა ასე შეაფასეს:
უფრო გონივრული რეცეპტის მოფიქრება არც კი შეიძლებოდაო.
აი, რას აკეთებდა ის:
დილით, შხაპის მიღებამდე ერთ ჭიქა რძეს აცხელებდა და ორ კვერცს ჩაახლიდა, შემდეგ ჩანგლით ურევდა და სვამდა, საუზმეს კი მულტივიტამინებით ასრულებდა.
მერილინი ვახშამსაც გემრიელად მიირთევდა. საღამოს ბაზარში ყიდულობდა სტეიკს, ცხვრის ხორცს ან ღვიძლს, რომელსაც სტაფილოსთან ერთად ამზადებდა.
„შინაგანად ნამდვილი კურდღელი ვარ – უმი სტაფილო არასდროს მწყინდება“, – აღნიშნავდა თავის დროზე ერთ-ერთ ინტერვიუში.
მერილინ მონროს არასდროს დაუცავს ე.წ „დიეტა“. პირველ რიგში, იმიტომ, რომ იმ დროისთვის „მრგვალ“ ფორმები უფრო მიმზიდველი იყო.
როგორც ცნობილია, თანამედროვე 42 ზომის ტანისამოსს ატარებდა, თუმცა სავსე მკერდისა და ლამაზი თეძოების მიუხედავად, ყოველთვის წვრილი წელი და ჩამოქნილი ხელები ჰქონდა.
„არასდროს მიმაჩნდა ჩემი სხეული განსაკუთრებულად. ყველაზე მეტად ის მაღელვებდა, რომ ყოველთვის დანაყრებული ვყოფილიყავი”, – არაერთხელ განუცხადებია ცნობილ მსახიობს.