პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება მათ შორის საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. ისინი ერთმანეთის მიმართ ურთიერთბრალდებებით გამოირჩეოდნენ.
დეპუტატებმა დარბაზის გარეთ გადაინაცვლეს და მათ შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, სიტუაცია მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა გაანეიტრალეს.
დაპირისპირების გამო სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
წყარო: https://pia.ge/