ვენეციაში წყლის დონემ 1.87 მეტრს მიაღწია.
უამინდობით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ქალაქში წყლის დონის მაჩვენებელმა ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.
როგორც BBC იუწყება, წყალდიდობის შედეგად ტურისტებში პოპულარული ადგილები დაიტბორა. დაზარალდა ბიზნესდაწესებულებებიც.
როგორც ქალაქის მერი ამბობს, წყლის ასეთი დონით მატება კლიმატის ცვლილებას უკავშირდება.
მერის თქმით, პროექტი, რომელმაც ვენეცია წყალდიდობის დროს უნდა დაიცვას, მზად მალე იქნება.
აღნიშნულ პროექტზე მუშაობა 2003 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა, მას დიდი ხარჯები, სკანდალები და შეფერხებები ახლავს თან.
მოსეს პროექტის წარმატებული ტესტირება 2013 წელს ჩატარდა.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, წყალდიდობის ბარიერები ვენეციის საქალაქო საბჭოს 2021 წლის ბოლოს, ტესტირების საბოლოო ფაზის შემდეგ გადაეცემა.