დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა, რომელიც 26 211,6 ათასი ლარით არის განსაზღვრული.
ბიუროს წევრ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის გრაფიკზე შეთანხმდნენ.
ხვალიდანვე, 19 ნოემბრიდან, საკრებულოს კომისიები და ფრაქციები ოზურგეთის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვას დაიწყებენ. საკრებულო ბიუჯეტს განიხილავს მერიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირებისა და მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთადაც.
დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ წარმოდგენილი დოკუმენტის შესახებ კრიტიკული შენიშვნა გამოთქვა:
_აქ არ არის წარმოდგენილი ბიუჯეტის აღწერილობითი ნაწილი. მარტო დანართით არ მოხდება განხილვა, ამიტომ გაითვალისწინეთ ეს და როგორც საჭიროა, ისე შემოიტანეთ, _ თქვა ბიგვავამ.
საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის აღწერილობითი ნაწილი ხვალვე წარედგინება საკრებულოს.
კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულო მერიას ბიუჯეტის პროექტს რეკომენდაციებით, წინადადებებით 25 ნოემბრისთვის დაუბრუნებს.