ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა ნინო ჯიშკარიანმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ადმინისტრაციულ შენობაში ცოცხი დაახვედრა.
“ესაა თქვენი მთავრობა!“ _ უთხრა ნინო ჯიშკარიანმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ბესო ქათამაძეს და თან ცოცხი უჩვენა.
ქათამაძის ინფორმაციით, ნინო ჯიშკარიანი ერთ-ერთი ა.(ა).ი.პ.-ის თანამშრომელია:
“მაგაში გიხდიან ხელფასს, რომ ცოცხებით ირბინო?!“ _ უთხრა ქათამაძემ ნინო ჯიშკარიანს.