თბილისში ღამით განვითარებულ მოვლენებს “Amnesty International”-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დენიელ ბალსონი Twitter-ზე ეხმაურება.
“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები თბილისში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან”,_ წერს ის.
ბალსონს მაგალითისთვის კონგრესმენი ადამ კინზინგერი მოჰყავს, რომელიც წერდა, რომ შოკშია პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო და აღნიშნავდა, რომ ამ მნიშვნელოვანი რეფორმის წარუმატებლობა გაანადგურებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.