“მთავარი არხის” ინფორმაციით, 26 ნოემბერს, გამთენიისას, აქციის დაშლის დროს ტელეარხის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი დაშავდა.
როგორც ვასილ დაბრუნდაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში თქვა, ის აქციის დაშლის დროს წაიქცა, რა დროსაც ხელი დაუზიანდა.
ამავე ტელეარხის ცნობით, სახის ძვლების მოტეხილობა აქვს აქციის დაშლისას დაშავებულ კიდევ ერთ პირს ზაზა ლიპარტიას, რომელსაც ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის დაშლისას 3 ადამიანი დაშავდა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს 28 პირი.
ამ დროისათვის არლამენტის შესასვლელებთან პოლიციელები არიან მობილიზებული, ასევე, მისასვლელი გზები პოლიციას ავტობუსებით აქვს ჩაკეტილი. საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია რუსთაველის გამზირზეც, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობასთანაა. ისინი საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებენ, რათა ხელი შეუშალონ დღეს დაგეგმილი პლენარული სესიის გამართვას.