ხანძარს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში არასრულწლოვანი ემსხვერპლა, 3 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო.