დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში გრავირებისა და ქაღალდის პარკების საწარმო გაიხსნა.
“გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის, თამარ ღლონტის თქმით, პარკების წარმოების საამქრო გურიის რეგიონში ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებს აწარმოებს, გრავირების საამქრო კი საფლავის ქვების და სუვენირების დამზადებას გულისხმობს.