საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 14 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტი TEDxTbilisi-ს 2019 უმასპინძლებს.
2019 წელს TEDxTbilisi ღონისძიების თემაა ცხოვრების ხელოვნება, სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის 9 სპიკერი გაერთიანდება ამ თემის გარშემო სასაუბროდ და მათი ინოვაციური პროდუქტის, ხედვისა თუ იდეის TEDx აუდიტორიისთვის გასაზიარებლად.
ღონისძიება 14 დეკემბერს 11:00-16:30 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება. ერთი დღის განმავლობაში 7 ქართველი და 2 უცხოელი სპიკერი ღონისძიების მონაწილეებს საკუთარ ინოვაციურ ხედვებსა და მიდგომებს გაუზიარებს. წელს ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, რაც ნიშნავს, რომ სტუმრებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია TEDxTbilisi-ს ფეისბუკ- ან ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე 25 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით:
შემდეგ ბმულებზე:
https://www.facebook.com/events/505211220068154/
http://www.tedxtbilisi.com/news/tedxtbilisi2019-registration
რაც შეეხება TEDxTbilisi 2019-ის სპიკერების სიას, ის ასე გამოიყურება:
1. რატი ღოლიჯაშვილი
2. მაკო ქავთარაძე
3. ხატია გაბისონია
4. ჯერი ოსბორნი
5. მანუჩარ ჩიტაიშვილი
6. თათა რატიშვილი
7. ლიკა დუმბაძე
8. მარია ბაიერ დ’ორაციო
9. გიორგი თუმანიშვილი
TEDx შესახებ:
TEDx არის არაკომერციული ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქალაქში. საქართველოში TEDx ფორმატი 2012 წლიდან ორი ღონისძიებით – TEDxTbilisi (სტანდარტული ღონისძიება) და TEDxYouth@Tbilisi (ახალგაზრდული ღონისძიება) არის წარმოდგენილი. ორივე ღონისძიების მიზანია, წარმოაჩინოს ინოვაციური და საინტერესო იდეები/ადამიანები, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ პროგრესსა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის ფორმირებას გლობალურ სივრცეში. ამ მიზნის მისაღწევად მოხალისეთა გუნდი ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ ფორუმს, რომელზეც სიტყვით გამოდიან ქართველი და საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი სპიკერები.
TED-ის ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, ჩვენი სპიკერების მიზანია, მაქსიმუმ 18 წუთში დაარწმუნონ აუდიტორია საკუთარი იდეის/ხედვის ღირებულებაში; აანთონ მსმენელი იმ ენთუზიაზმით, რომელსაც თვითონ განიცდიან წარმოდგენილი საკითხის მიმართ.
TEDx ფორმატი მუდმივად ვითარდება აქტუალობისა და საზოგადოების ინტერესის შესანარჩუნებლად. სწორედ ამით არის განპირობებული ის გარემოება, რომ დღეისთვის საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ის ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ და პრესტიჟულ ინტელექტუალურ ფორუმად იქცა. ყოველწლიურად ჩვენი ღონისძიებები 500-ზე მეტ მსმენელს უყრის თავს, ზოგიერთი სპიკერის ვიდეოები კი პოპულარული გახდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. საზოგადოების მუდმივად ზრდადი ინტერესი ჩვენი ღონისძიებების მიმართ გვარწმუნებს ამ საქმიანობის საჭიროებაში და აღვივებს ჩვენს მოტივაციას, კიდევ უფრო მრავალფეროვანი ფორმატი შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს. (R)