ქალაქ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარის დავით დარჩიას თქმით, მომავალ წელს ხელფასები მოემატება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში (საბავშვო ბაღებში) მომუშავე ყველა პერსონალს.
დარჩიას თქმით, საუბარი არის თითოეულ ადამიანზე 50 ლარით განისაზღვრა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საუბარი იყო 100 ლარის მომატებაზე. დავით დარჩიას თქმით, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე დაგეგმილია 50 ლარის მომატება.
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ენდიაის ორგანიზებით ტარდება.