კრწანისში, ხახანაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.
როგორც “კურიერს” ადგილობროვმა განუცხადა, დაშავებულის საცხოვრებელ სახლს ნატყვიარი აღენიშნება. დაჭრილი მამაკაცი კი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით, 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.