“დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ტახტს უახლოესი 18 თვის განმავლობაში დატოვებს და შესაძლოა, განაცხადი 2021 წლის აპრილში, საკუთარ დაბადების დღეზე გააკეთოს”,_ აღნიშნულ ინფორმაციას მონარქის გარემოცვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით The Sun წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტახტიდან გადადგომაზე ღიად არ საუბრობენ, თუმცა, უფლებამოსილების გადაცემის პროცესი პრინცი ჩარლზისთვის უკვე დაწყებულია.
ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ დედოფალი ტახტს 2021 წელს დატოვებდა 2017 წელსაც ვრცელდებოდა.