თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
გამოძიება ნიკა მელიას, ზურაბ ადეიშვილს და კიდევ ოთხ ყოფილ მაღალჩინოსანს „ქართუ ბანკის“ გაკოტრების მიზნით შეთანხმებულ და ორგანიზებულ ქმედებებში ადანაშაულებდა.
ნიკა მელიას ბრალი 332-ე მუხლით (სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 205-ე მუხლით (ქონების დამალვა მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით) ჰქონდა წარდგენილი. პირველი მუხლით სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 25 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, მეორე მუხლით კი გაამართლა. გარდა ამისა, ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, ის სასამართლომ ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. ადეიშვილს სასჯელის სახით სასამართლომ ხუთი წელი და სამი თვე მიუსაჯა.