კიევში ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი მოკლეს. ამ ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ბიზნესმენი უკრაინაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
„კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, დავითაშვილის კუთვნილი „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანა მას შემდეგ გაიტაცეს, რაც ის სასტუმროს ტერიტორიიდან გავიდა.
უკრაინელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებულები – ორი ჩეჩენი და ორი რუსი ეროვნების კაცი უკვე დააკავეს. მათგან ორი ბრალს აღიარებს.
ერთ-ერთი ვერსიით დავითაშვილი მანქანაში ჩაცხრილეს, რის შემდეგაც ჭაში ჩააგდეს.