სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში”, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია: „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი” იმართება.
ღონისძიებაზე დასასწრებად მისულმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ჟურნალისტებს, რომლებიც შეკითხვებს ერთდროულად უსვამდნენ, უთხრა:
„არაფერი მესმის. მეგობრებო, მე ვარ წარმოშობით გურიიდან, სადაც არის პოლიფონიური მუსიკა და სიმღერა განვითარებული, მაგრამ ამდენ ხმაში როცა საუბრობთ, ვერ ვისმენ. ბოდიში! დანარჩენ კითხვებზე გიპასუხებთ ღონისძიების შემდეგ.”