მკვლელობა მოხდა კახეთში _ სოფელ ნუკრიანში სიძემ სიმამრი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ბრალდებული მეუღლეზე ძალადობდა, რის გამოც სიძესა და სიმამრს შორის უთანხმოება ხშირად იყო. ბრალდებული მკვლელობის ადგილიდან მიიმალა.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ და მა დროისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.