საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “მარტივი ლოგიკა“-სში წარმატებულად ითამაშა ოზურგეთელმა, სოფელ შემოქმედის მკვიდრმა ნიკა საბაშვილმა.
ნიკა საბაშვილის მეწყვილე გადაცემაში ლია კვიციანი იყო.
“ამ გადაცემაში გასვლა გადავწყვიტე იმის გამო რომ ძალიან მიყვარს ინტელექტუალური თამაშები. ვითამაშე მობილური აპლიკაციის შესარჩევი ტური, მოვხვდი პირველ 10 მონაწილეში და მიმიწვიეს გადაცემაში. ჩემი მეწყვილე ქალბატონიც მსგავსად მოხვდა და იქ გავიცანით ერთმანეთი“,_ გვითხრა ნიკა საბაშვილმა.
ნიკა საბაშვილი ასევე სამომავლო გეგმებსაც გვამცნობს:
“ვაპირებ მონაწილეობა მივიღო დუტა სხირტლაძის გადაცემაში “უპასუხე საქართველოს”. იმ ბავშვების მაგარი თამაშის მერე (24 000 ათასი, მთავარი პრიზი რამდენი დღის ოზურგეთელმა ახალგაზრდებმა მოიგეს) არც მე შევარცხვენ გურიას, იმედი მაქვს წარმატებას მივაღწევ,“_ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ნიკამ.
ნიკა საბაშვილმა ამჯერად კავკასიის ბიზნეს-სკოლაში (CSB) მოვხვდა ტოპ 500 აბიტურიენტში და მიიღო 4 წლიანი სრული დაფინანსება. ის სწავლობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში, შემდეგ კი ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ის ინტელექტუალური თამაშების გამარჯვებულია.
თამაშისდროს აღრფთოვანება ვერ დამალა გადაცემის წამყვანმა ირაკლი კაკაბაძე: ო, რა ხალხია მოსული.“
ნიკა საბაშვილმა და ლია კვიციანმა ოთხივე ტური წარმატებით ითამაშეს. სუპერ თამაში კი არ ითამაშეს. საბოლოო ჯამში 1500 ლარი მოიგეს.