საფრანგეთში, ფოქსის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ზუგდიდის მკვიდრი 30 წლის ნიკა ქირიაა.
როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, ნიკა საფრანგეთში სამუშაოდ იყო წასული. ციხეში ხუთი თვე იჯდა და მალე უნდა გაეთავისუფლებინათ. თუმცა, გუშინ ღამე ოჯახს შეატყობინეს, რომ მან თავი ჩამოიხრჩო.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უწყება კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა უკვე დაიწყო.