საახალწლო სამზადისი სამტრედიაში აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეოებს ქუჩების საახალწლო განათებებით მორთვა.
“ტრადიციულად, დატვირთულ სამუშაო რეჟიმში ვხდებით დამდეგ ახალ წელს, თითქმის 24 საათის განმავლობაში მუშაობს კომუნალური გაერთიანების გარე განათების ქსელების მომსახურების განყოფილება. მადლობას ვუხდი გაერთიანების მთლიან შემადგენლობას კეთილსინდისიერი შრომისთვისათვის.
ირთვება ქალაქის ცენტრალური ქუჩები, მთავარი ნაძვის ხე მოეწყობა რესპუბლიკის ქუჩის დასაწყისში, მანათობელი მილებით მოირთო ე.წ. ვაგზლის მოედანი, მუნიციპალიტეტს დაგეგმილი აქვს სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიება”, _ განუცხადა “გურია ნიუსს” სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბახტაძემ.