ოზურგეთში საახალწლო მზადება უკვე დაიწყო. ქალაქის ცენტრში ნაძვის ხის დეკორაციას აწყობენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის, ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, ნაძვის ხის განათება 27 ან 28 დეკემბერს მოხდება.
ასევე ჩვენ დავინტერესდით რა ჯდება ნაძვის ხის და საახალწლოდ მორთულობების დადგმა.
მერიის პრესსამსახურის უფროსის თქმით, ამისთვის ბიუჯეტიდან 15 000 ათასი ლარია გამოყოფილი.