ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს გამოიმუშავებენ, სიამოვნებას იღებენ სხვა ადამიანის განრისხებით.
ადამიანები ცდილობენ, დაამცირონ ირგვლივ მყოფები მაშინ, როდესაც არ არიან დარწმუნებულები საკუთარ თავში.
წარმატებულ და მდიდარ ხალხს ადამიანები ავტომატურად თვლიან უფრო ჭკვიანებად და ბრძენებად.
თვალის კუნთები ფოკუსირებას დღეში 100000-ჯერ ახდენს, რაც იგივეა, რომ დღეში 80 კილომეტრი იაროთ.
თქვენს ტვინს შეუძლია დაიმახსოვროს 50 000 არომატი.
თქვენს თვალს შეუძლია 10 მილიონზე მეტი ფერის აღქმა.
თქვენ წუთში 1000 სიტყვამდე წაკითხვა შეგიძლიათ.
თქვენი ყველაზე ძლიერი კუნთია – საღეჭი.
ბავშვებს 60 ძვალით მეტი აქვთ ზრდასრულ ადამიანზე.
თქვენ ცხოვრების 10%-ს თვალდახუჭული ატარებთ, რადგან წამწამებს მალ-მალე ახამხამებთ.
თქვენი კუნთები გაცილებით ძლიერია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ექსტრემალურ სიტუაციაში აუცილებლად შეძლებთ ლოდი და ავტომობილიც კი აწიოთ.
ჯანმრთელი კბილის ემალი შეგვიძლია შევადაროთ კვარცს.
ადამიანის სხეული 3 კგ-მდე მინერალურ მარილს შეიცავს, რომლის 5/6-ი ნაწილი ძვლებს უკავია. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში მარილის რაოდენობა 300 გრამია.
60 წლის ადამიანს თავისი ცხოვრების 20 წელიწადი ძილში აქვს გატარებული.
ადამიანის ტვინში ერთი წამის განმავლობაში 100 000 ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს.
ღიმილის დროს ადამიანში 17 კუნთი მოძრაობს.
ადამიანის ტვინი არის ყველაზე მსუქანი ორგანო ჩვენს სხეულში, ის შეიძლება 60% მდე ქონს შეიცავდეს.
ხმამაღლა კითხვა ხელს უწყობს ტვინის განვითარებას.