ჩოხატაურში პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის, ზაზა დოლიძის, საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილია, სახლი, რომელიც გაქურდეს შემთხვევის დროს დაკეტილი იყო და მასში არავინ იმყოფებოდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.